თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 24 მარტის N50/30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 3 თებერვლის N6/2025 დადგენილების საფუძველზე,
ვბრძანებ:
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კულტურისა და მედიის სოციოლოგია” დოქტორანტ დიანა ლეჟავას განცხადების N41700 02.04.2026 საფუძველზე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანებაში N50/30 24.03.2026 შევიდეს ცვლილება და ბრძანების 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კულტურისა და მედიის სოციოლოგია” დოქტორანტ დიანა ლეჟავას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვის თარიღად განისაზღვროს 2026 წლის 15 მაისი, 11:00 საათი“
ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირთათვის.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.